Tuesday, June 10, 2014

დღე 9

ვისწავლეთ ჰიპერლინკების გაკეთება.
ვაწარმოეთ პორტფოლიოს ჩეკლისტი,ასევე პროექტის მახასიათებლების ჩეკლისტი,რითაც შესაძლებელია შევამოწმოთ რამდენად შეესაბამება პროექტი მოთხოვნებს.
ელექტრონული პორტფოლიო გადავიტანეთ ბლოგებზე.
გავაკეთეთ ჩვენი პროექტების გეგმების პრეზენტაცია.
მოვიღეთ სერთიფიკატები.
ძალიან შრომატევადი,საჭირო და სასარგებლო ტრენინგი იყო.ძალიან მაინტერესებს როგორ შევძლებ ამგვარი პროექტის განხორციელებას მოსწავლეებთან.ძალიან  მინდა ჩემი მოსწავლეები იყვნენ ყველა სიახლის დანერგვის ეპიცენტრში.
ბედნიერები ვართ რომ ხაშურში გვყავს ისეთი პროფესიონალი ტრენერი და უბრალოდ,კარგი ადამიანი,როგორიცაა ნათია მაისურაძე.

Thursday, June 5, 2014

დღე VIII

შევქმენით მოსწავლეთა ფასილიტაციის დოკუმენტი.
დავასრულეთ პროექტის გეგმა,დეტალურად გავწერეთ აქტივობები,ასევე რესურსები.

Wednesday, June 4, 2014

დღე 7

პროექტის გეგმის პრეზენტაცია გადავიტანეთ ჯერ ფოსტაში,doc-ებზე,შემდეგ ბლოგზე.
ბლოგზე გავაკეთეთ ჩანართები-განათლების და მეცნიერების სამინისტროს,მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის,ბუკის.
მასწავლებლის განმავითარებელი თვითშეფასების რუბრიკა შევიტანეთ შეფასებებში.
 მოსწავლეთა მხარდაჭერის მიზნით გავაკეთეთ პროექტის თემატიკიდან გამომდინარე პრეზენტაცია.

პროექტის გეგმის პრეზენტაცია


დღე 6
 დავასრულეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი.
  ვისწავლეთ კომენტარების გაკეთება საოფისე პროგრამებში.
  პროექტის გეგმაში ჩავწერეთ საბაზისო უნარ-ჩვევები.
  სახელმძღვანელოში გავეცანით მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის შეფასების ადაპტიებას.
  გავიგეთ,რომ ვიკი არის პორტალი მასწავლებლებისთვის,მაგრამ ჯერ არ არის ქართული   სივრცისთვის.
დღე 5
 ვიმუშავეთ შეფასების ინსტრუმენტებზე,ციტირებულ დოკუმენტზე და საავტორო უფლბებზე.
  viewer-ის სახელმძღვანელოში მოვნახეთ გამოყენებული ლიტერატურის მარტივი შაბლონი და შევიტანეთ ჩვენს მიერ გამოყენებული სურათების URL მისამართები.
  ვისწავლეთ ფოსტაში ჯგუფის გაკეთება.
  ვისწავლეთ ბლოგზე ვიდეოს გადატანა.
  დავიწყეთ მუშაობა მოსწავლის სავარაუდო ნაშრომზე.
დღე 4
 ვიმუშავეთპროექტის შეფასებაზე.გავწერეთ შეფასების სტრატეგიები,მეთოდები.
 პროგრესის მონიტორინგისთვის მნიშვნელოვანია დღურის წარმოება.
 მოსწავლეებსაც უნდა ჰქონდეთ პროექტის გეგმა,რათა გაუძღვენ თავიანთი სწავლის პროცესს.შეფასებისთვისუნდა ჰქონდეთ ჩეკლისტები,ფორმები.
 პროექტის გეგმაში გავწერეთ თემის შინაარსი,სტანდარტები და ინდიკატორები,მიზნები,XXI-ე საუკუნის უნარ-ჩვევები.

Thursday, May 29, 2014

დღე 3
 პროექტის თემატიკიდან გამომდინარე მიმართულების მიმცემი კითხვები ჩამოვაყალიბეთ 1)ზოგადი კითხვა 2)თემატური 3)შინაარსობლივი
  პროექტისთვის განვსაზღვრეთ კლასის შესაბამისი საგნობრივი სტანდარტები და ინდიკატორები.
  დავიწყეთ პროექტის გეგმის შევსება.
  განვსაზღვრეთ პროექტის დრო,მიზნები,თემის შინაარსი,შედეგები,21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები.
   ბლოგებზე გავაკეთეთ ჩანართები.
        დღე  2
პროექტის საწყის ეტაპზე ძალიან მნიშვნელოვანია მშობლების ჩართულობის უზრუნველყოფა,მათ უნდა ავუხსნათ თუ რა მოლოდინები უნდა ჰქონდეთ,რომ გვსურს მათ შვილებს განუვითარდეთ 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები.
   მშობლების ინფორმირებისათვის ვისწავლეთ ბუკლეტების დამზადება.
   სახელმძღვანელოში არის ბუკლეტების შაბლონები მოცემული,სადაც ტექსტი შეგვიძლია ჩავსვათ ჩვენი შეხედულებისამებრ.
  ვისწავლეთ word-ის ფაილში დაფარული შაბლონების გადმოწერა.
  ჩვენ თვითონ შევქმენით ბუკლეტები.

Wednesday, May 28, 2014

Wednesday, April 30, 2014

დღე 1

ტრენინგის დასაწყისში ვნახეთ ინტელის სასწავლო ვიდეო თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების თაობაზე.
 გავეცანით ინტელის სახელმძღვანელოს და მის სტრუქტურას.
  შევქმენით საქაღალდეები.
 გავიგეთ ტერმინ ჩეკლისტის მნიშვნელობა.
შევედით ბლოგზე და შევცვალეთ სახელწოდება.
ვნახეთ პროექტის გეგმის შაბლონები.
გავეცანით 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებს.